Saturday, August 30, 2008

ყველა იდიოტობა მე რატო უნდა მომივიდეს???

ყველა იდიოტობა მე რატო უნდა მომივიდეს?? რატო უნდა ვცდებოდე ადამიანებში ასე ხშირად?? :( ნუთუ ოდესმე ვისწავლი ადამიანის გარჩევას?? არა და რა კაი და საყვარელი მეგონა....ნელ-ნელა ვხვდებო რო მთლად ისეთი არ იყო როგორიც მეგონა, ამას სხვებიც ხედავდნენ და მარწმუნებდნენ მაგრამ არ მჯეროდა... მაგრამ ნიღბით თამაში დიდ ხანს ვერ შეძლო და ბოლოს არარაობა აღმოჩნდა... ახალგაზრდა გოგოა და საიდან მასში ამდენი ბოღმა და სიძულვილი ვერ ვხვდები.... ბავშობიდან ვფიქრობდი რატო არსებობდნენ ბოროტი ადამიანები, და მაინც ვერ ვხდებოდი. ტა იქნება ქვეყანაზე ბოროტება რომ არ იყოს?? და სიძულვილი??? არ შეიძლება?? არ შეიძლება ყველას ერთმანეტი გვიყვარდეს??? ყველა მომღიმარი სახით დადიოდეს :) რა კაი იქნება :) მაშინ ხომ ყველა ბედნიერი იქნება :)

Friday, August 29, 2008

გამახსენდააააააააააააააა

უი რამდენი ხანია არ დამიწერია აქ :( არა და როგორ მინდოდა ....რამდენი რამე მქონდა სათქმელი....არვწერდი იმიტომ რომ დამავიწყდა პაროლი, და დღეს როცა ახალ ბლოგს ვაკეთებდი და ჩავწერე პაროლი მაშინ გამახსენდა,რომ ამ ბლოგზეც იგივე მქონდა :) ნუ როგორ გამიხარდა თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ :)
იმდენი რამე მქონდა დასაწერი და მოსაყოლი და ეხლა ყველაფერი დამავიცყდა
:)
არაუშავს ნელ-ნელა დავწერ ყველაფერს

Sunday, August 10, 2008

რა საშინელებაა ეს ცხოვრება :((

ღმერთო ეს რა ხდება საქართველოში?? :( თითქმის არ მძინავს,საჭმელს ვერ ვჭამ :( ამ დილით ბომბის აფეთქების ხმაზე გამეღვიზა დილის 5-45 ზე რუსეთმა ბომბი ჩამოაგდო 31-ე ქარხნის აეროდრომზე :( მთელი დღე დაძაბული ვიყავი :( მერე კიდევ ერთი აფეთქება, კიდევ ერთი ბომბი :(
ნუთუ ყველაფერი მეორდება??
თვალწინ წამომიდგა ის საშეინელი დღეები :( როცა დღეს 10 საათზე ყველა უკვე სახლებში იყო :( მახსოვს საშინელი კომენდანტის საათი :(
თელეფონზე დარეკვაც რო არ შეიძლებოდა :( თვალწინ ჩამირბინა მთელმა ცხოვრებამ....და აი აცრემლებული თვალებით ვზივარ და ვწერ, უბრაოდ ვცდილობ გული გადავაყოლო რამეს :(
მადლობა ღმერთს რეზერვისტები დაბრუნდნენ ერთი სანერვიულო მაინც მომეხსნა
ბიძაჩემიც ჩამოვიდა, მაგრამ მარტო ერთი, მე2ე ისევ იქ არი :(
და ეხლა კიდე აფეთქება ბათუმში :( რა უნდათ ამ რუსებს ბოლოს და ბოლოს :(
ღმერთო შენ დაგვიფარე :( დაძინება მინდა მაგრამ მეშინია :(

Tuesday, August 5, 2008

ოხ,ეს მონატრება...

დღეს რატომღაც საშინელ ხასიათზე გამეღვიძა :( არა და გუშინ კაი საღამო მქონდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ასე გამეღვიძა :(
ცრემლები მომდის ...და ვინმემ რო მკითხოს რატო?? ვერ ვუპასუხებ რადგან არ ვიცი...არ ვიცი რა მჭირს...ალბათ ძალიან დავიღალე....ალბათ მონატრების ბრალიც არი...ძალიან მენატრება დიანა, რომელიც თითქმის 2 წელია არ მინახია არა და როგორ მჭირდება ნეტა იცოდეს :( არა იცის და ხვდება მაგას და მეც ვგრძნობ რომ მასაც ვჭირდები ...ფუი,ბლინ ამ ცხოვრების დედაც........მარიამიც მენატრება...ჩემი პატარა ფერია...სურათები გამომიგზავნეს ახალი და ალბათ მაგან დამგრუზა :( და ისევ ამ ცხოვრების დედაც.... კოტიკო მენატრება :(((((
ძალიან მჭირდება კოტიკო :( გამათრიეთ ამ თბილისიდან...მომაშორეთ აქაურობას :(
ჩემი ძმაც გაჯიუტდა არსად არ უნდა ქობულეტის გარდა :( არა და როგორ არ მინდა ქობულეთში...დაბადების დღე მინდა ჩემი, ცოტა გავმხიარულდები მაინც ცოტა....

Friday, August 1, 2008

და ისევ ფიქრები....და ისევ ცრემლები...და ისევ მარტოობა...

რა საშინელებაა მარტოობა....
მასზე ფიქრები....
ხანდახან ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო
მაგრამ ამაოდ...
ხანდახან მაინც ფიქრები მიხმობს და მარტო სულ მასზე ვფიქრობ...ხანდახან თითიქოს ფიქრები მიხმობს, მაგრამ რატომღაც სულ შენზე ვფიქრობ...ხანდახან ვცდილობ გავექცე ფიქრებს, ხანდახან ფიქრები გარბიან თვითონ,ვეღარ ვიშორებ სევდიან ნისლებს, ალბათ გული თბილია ისევ.
და აი ახლაც ფიქრები მიხმობს...და ისევ მასზე ვფიქრობ...
წეღან ვეღარ მოვითმინე და სმს მივწერე, მაგრამ ამაოდ....პასუხი მაინც არ მიმიღია...მაგრამ ეგ არაფერს ცვლის მივიღებ მისგან პასუხს თუ არა ... მე ის მაინც მიყვარს....ისე როგორც არასდროს არავინ ....
არ ვცდილობ შენს დავიწყებას, ვისი ამაოა....ასე ადვილად ვერ გაგაქრობ ჩემი ცხოვრებიდან...
მე მჯერა იმის რომ.....
ყველაფერი კარგად იქნება...
და ვიცი ეს "ყველაფერი კარგად იქნება" ისევ თავის მოტყუებაა....
მაგრამ მაინც ...
მჯერა